Skip to content

ფსიქიკური ჯანმრთელობა სკოლაში

“ფსიქიკური ჯანმრთელობა არის კეთილდღეობის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად შრომა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წვლილის შეტანა.1 ფსიქიკური ჯანმრთელობა სკოლის კონტექსტში მოიცავს სასკოლო ასაკის ბავშვების სოციალურ-ემოციური განვითარების ყველა ასპექტს, მათ შორის ფსიქიკურ კეთილდღეობას, ფსიქიკურ აშლილობებს და რისკისა და დამცავ ფაქტორებს.2

წაიკითხეთ მეტი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აქ.

სოციო-ემოციური განვითარება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და წიგნიერება და აკადემიური მიღწევები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. სრულიად ნორმალურია, რომ ადამიანები განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ დისტრესს, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სტრესსზე საპასუხოდ და არ საჭიროებდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართულობას.

 

მაშინ როდესაც ზოგიერთ მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად მართოს სტრესორები, სხვებს, შეიძლება დასჭირდეთ, მაგალითად, ოჯახის მხარდაჭერა. დროდადრო მოსწავლეებმა შესაძლოა განიცადონ უფრო მძიმე ფსიქოლოგიური დისტრესიც, რომელიც შესაძლოა გამოიხატებოდეს უარყოფითი ემოციებით, შემაშფოთებელი აზრებით, ქცევითი სირთულეებითა და ძილის პრობლემებით. ფსიქოლოგიური დისტრესის გარკვეული დონე ნორმალურია, თუმცა თითოეული ადამიანი მათი გადამუშავებისათვის განსხვავებულ გზას ირჩევს და განსხვავებულ დროს ანდომებს. 

სკოლები ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით უნივერსალური ინტერვენციების იდეალურ პლატფორმას წარმოადგენს და გვთავაზობს ოპტიმალურ განხორციელებადობას, ხარჯთეფექტიანობას, მასშტაბურობასა და თანასწორობას.3, 4, 5 სკოლა ოპტიმალურ გარემოს წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერების პროგრამების გაუმჯობესებისთვის, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების, კომუნიკაციის კონფლიქტის მენეჯმენტისა და გადაჭრის, ასევე, გამკლავების უნარების სწავლისა და პრაქტიკისათვის. სკოლის მასწავლებლები ყველაზე ეფექტიანები არიან ამგვარი პროგრამის განხორციელებასა და ჯანსაღი საკლასო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში.

იცოდით თუ არა რომ…?

0 %

მოზარდი გოგონების 30% და  ბიჭების 13% ამბობს, რომ დათრგუნულად გრძნობს თავს კვირაში ერთხელ და მეტჯერ.6

7-იდან 1 ბავშვს და მოზარდს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.7

0 %

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების 50% ყალიბდება 14 წლის ასაკისთვის, ხოლო ხოლო 75 % – 24 წლის ასაკისთვის.8

დეპრესია და შფოთვა ხელს უწყობს დაავადებათა საერთო ტვირთის 5 უმთავრეს მიზეზს და შესაძლოა გამოიწვიოს სუიციდი.9

სუიციდი 15-19 წლის მოზარდებსა და ახალგაზრდებში სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზია.10

ფსიქიკური დაავადებების ეფექტური მკურნალობის გზები არსებობს!11

მასწავლებელთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

მასწავლებელთა ფსიქიკური ჯანმრთელობა ხშირად უგულებელყოფილია და პედაგოგების დიდ ნაწილს გადაწვის მაღალი დონე აქვს.

საკლასო გარემოში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა იწყება მასწავლებლების მიერ მათი მოსწავლეებისათვის ჯანსაღი ქცევის მოდელირებით. “Ჩემი გონების” მასწავლებელთა ტრენინგის მოდულები მოიცავს საკუთარ თავზე ზრუნვისა და გადაწვის პრევენციის ტექნიკებს, რათა დაეხმაროს მასწავლებლებს მათ საქმიანობაში, მითუმეტეს, რომ  პროაქტიული სტრატეგიების სწავლა სასარგებლო აღმოჩნდეს მასწავლებელთა გადაწვის თავიდან აცილებისთვის.12

გადაწვას შეუძლია სხვადასხვა ისეთი პრობლემების პროვოცირება (მათ შორის ფსიქიკური პრობლემები), რომლებიც გავლენას ახდენენ მასწავლებლებზე, მათ მოსწავლეებსა და სკოლაზე. გადაწვასთან დაკავშირებული მწვავე შედეგები ფიზიკურ (მაგ. დაღლილობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა), ფსიქოლოგიურ (მაგ. გაღიზიანებადობა, არაკომპეტენტურობის განცდა, სიმშვიდე) ან ქცევით (მაგ. გაღიზიანება, პრობლემები ოჯახთან, პარტნიორებთან ან მეგობრებთან, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება) ფორმებში ვლინდება.13

0 %

მასწავლებლების განიცდის მწვავე ემოციურ გადაღლას.

0 %

მასწავლებლებს აღენიშნებათ დეპერსონალიზა-ციის მაღალი დონე.

0 %

მასწავლებლებს აქვთ პიროვნული მიღწევების დაბალი დონე.13

მასწავლებლები სხვადასხვა ტიპის სტრესორებს აწყდებიან, მათ შორის: 
  • სამუშაო დატვირთვის მოცულობა;
  • მუდმივი დროის წნეხი;
  • დაუსრულებელი სოციალური ინტერაქცია;
  • კონფლიქტის მოგვარება მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ;
  • ძლიერი საჯარო ანგარიშვალდებულება;
  • გაწეულ სამუშაოსთან შეუსაბამო ფინანსური ანაზღაურება;
  • საზოგადოების მხრიდან დაუფასებლობა;
  • ადმინისტრაციული ტვირთი;
  • ხშირი ცვლილებები საგანმანათლებლო სისტემაში.14