მასწავლებლის ტრენინგი
პროექტის „ჩემი გონება” განსახორციელებლად, ყველა მასწავლებელმა უნდა დაასრულოს მასწავლებელთა 24 საათიანი აკრედიტებული ტრენინგ-კურსი, რომელიც შემუშავებულია ეფექტიანი იმპლემენტაციის მხარდასაჭერად. მასწავლებელთა ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სასკოლო სივრცეში, ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებისა და სოციალურ-ემოციური სწავლების საფუძვლები, გაკვეთილის კომპონენტების ჩატარების პრაქტიკა, სესია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტიგმაზე, სწავლების უნარებთან დაკავშირებული რჩევები. „ჩემი გონება” პროგრამის საფუძველზე აკრედიტებული მასწავლებლები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი საკუთარ უნარებში, რათა უხელმძღვანელონ მოსწავლეებს ემოციებისა და სტრესის რეგულირების, სწორი კომუნიკაციის დამყარების, კონფლიქტურ და რთულ სიტუაციებთან გამკლავების, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისათვის შესაფერისი დახმარების ძიების მიმართულებით.
“Ჩემი გონების” მასწავლებელთა ტრენინგი აკრედიტებულია ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ და მხარდაჭერილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
2021-2023 წლებში ტრენინგი ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ სკოლებში.
მასწავლებელთა ტრენერები ჩეხეთის რესპუბლიკისთვის
Laura Juríková
Magdalena Lukasová
Ტრენერები საქართველოსთვის
ელენე ლომაძე
გიორგი ჭანტურია
Რუსუდან ზაალიშვილი
თემურ სუყაშვილი