ხშირად დასმული კითხვები
რატომ 11-13 წლის ბავშვები ?
მოზარდობა კრიტიკული პერიოდია, რომელიც საფუძველს უყრის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მოზარდი ახალგაზრდები გადიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებას, რომელიც მათ იმ შესაძლებლობებსა და უნარებს უყალიბებს, რომელიც აუცილებელია ფუნქციონალური და სრულფასოვანი ზრდასრული ცხოვრების შენარჩუნებისთვის.3
მოზარდები ისეთი მრავალფეროვანი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა, მაგალითად, გაზრდილი დამოუკიდებლობა, თანატოლების ზეწოლა, სოციალური მედიის ზემოქმედება, სარისკო ქცევა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დაწყების რისკი, იმდენად, რამდენადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მთლიანი შემთხვევების ნახევარი 14 წლამდე ჩნდება. ჩვენი პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეების იმგვარი უნარებით აღჭურვას, რომელიც აუცილებელია ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მათი გამძლეობის გასაზრდელად და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მაქსიმიზაციისთვის.
რატომ სკოლებში?
სასკოლო პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებისა და სოციალურ-ემოციური სწავლების საკითხებზე და რომლებიც ტარდება სასკოლო განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, აქვთ დადასტურებული შედეგები ბავშვებსა და მოზარდებში რისკ ფაქტორებისა და ემოციური და ქცევითი პრობლემების შემცირების სახით.1, 2
პროგრამები, რომლებიც ეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, სასარგებლოა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. მასწავლებლებს შეუძლიათ მიიღონ სარგებელი შემდეგი მიმართულებით:
- მოსწავლეებთან ურთიერთობების განვითარება და მართვა;
- საკუთარ საკლასო ოთახებში ქცევის მართვასთან დაკავშირებული უნარების გაუმჯობესება;
- საკუთარი ემოციების რეგულირება და საკუთარი თავის მოვლაზე ზრუნვა გადაწვის თავიდან ასაცილებლად.
Როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?
იქნება თუ არა პროგრამა ხელმისაწვდომი სკოლის მაღალი კლასებისთვის?
ამჟამად პროგრამა ჩეხეთისა და საქართველოს შერჩეულ სკოლებში ხორციელდება, რაც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ და შევაფასოთ პროექტის ეფექტურობა. როგორც კი პროგრამის ეფექტურობა გამოვლინდება, ის უფრო ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი 2023/2024 წლებში.
იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქიკური დაავადებების 50% პირველად თავს 14 წლის ასაკში იჩენს, ჩვენ გადავწყვიტეთ ვფოკუსირდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერების ხელშეწყობაზე ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც წინ უსწრებს ამ ასაკს. ამდენად, პროგრამა გამიზნულია 11-13 წლის მოსწავლეებზე.
მასწავლებლებისა და დირექტორების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე როგორ ზრუნავთ?
სწავლება შეიძლება იყოს მომთხოვნი და სტრესული სამუშაო. “Ჩემი გონების” მასწავლებელთა ტრენინგი შექმნილია იმისათვის, რომ აღჭურვოს მასწავლებლები ცოდნითა და უნარებით, რომლებიც აუცილებელია კლასში როგორც მოსწავლეების, ისე საკუთარი ფსიქიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მასწავლებელი არის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც აძლევს მოსწავლეებს მაგალითს, თუ როგორ უნდა იზრუნონ ფსიქიკურ კეთილდღეობაზე და ჩვენი მიდგომით კი, ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მასწავლებლებმა ისწავლონ საკუთარ თავზე ზრუნვის სტრატეგიები.