რესურსები
ამჟამად, “Ჩემი გონების” სწავლება მიმდინარეობს გადამზადებული მასწავლებლების მიერ და ფასდება ჩეხეთისა და საქართველოს კვლევითი ჯგუფების მიერ, და არ არის ხელმისაწვდომი სტრუქტურირებული კვლევითი პროექტების მიღმა განსახორციელებლად. ქვემოთ მოცემული ყველა რესურსი შექმნილია “ჩემი გონების” განხორციელების მხარდასაჭერად, რომ ხელი შევუწყოთ მასწავლებლებს პროგრამის დანერგვის პროცესში.
მასწავლებლები
თუ თქვენ ხართ მასწავლებელი, რომელმაც 2021-2022 ან 2022-2023 წლებში, თქვენს კლასში უნდა ჩაატაროთ პროგრამა – „ჩემი გონება“ და გაქვთ კითხვები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
საქართველო: omm.gavighimot@gmail.com
რესურსები სკოლებისთვის:
კითხვარის ადმინისტრირების ინსტრუქცია
5 – 4 – 3 – 2 – 1 გრაუნდინგ ტექნიკა
გზამკვლევი “გადაწვის” პრევენციისთვის
სად შეგვიძლია ვითხოვოთ დახმარება?
როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნები და სიმპტომები
დირექტორები
თუ ხართ სკოლის დირექტორი, რომელსაც დაუკავშირდნენ პროგრამის განსახორციელებლად, მოხარულნი ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ. ნაბიჯები, რომელიც შეგიძლიათ გადადგათ, არის:
- გახდით ჩვენი ოფიციალური პარტნიორი, ოფიციალურად ითანამშრომლეთ BBSA-Georgia-სთან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
- მხარი დაუჭირეთ თქვენს მასწავლებელს, გაიაროს ტრენინგი, რათა ჩაერთოს პროგრამაში „ჩემი გონება“. თუ შესაძლებელია, მოერგეთ მათ საჭიროებებს, ტრენინგის დღეების საპატიოდ ჩათვლითა და ტრენინგთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილში, მაგალითად, შეუმსუბუქეთ მგზავრობის ხარჯები.
- Შესთავაზეთ მასწავლებელს მხარდაჭერა სკოლაში პროგრამის განხორციელებისას. მასწავლებლები სკოლისა და მოსწავლეების კეთილდღეობის წინა ხაზზე დგანან. პედაგოგების მხარდაჭერა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის მიმართულებით გამოიწვევს მოსწავლეებისა და სასკოლო გარემოს გაჯანსაღებას.
მოსწავლეები
ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა განიცდის აღმასვლასა და დაღმასვლას და ხანდახან თავს გადატვირთულად გრძნობს. ასეთ დროს, სავსებით ნორმალურია მხარდაჭერის მიღება – მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისა და/ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტისგან.
ყველა ადამიანი განსხვავებულად ავლენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამაფრთხილებელ ნიშნებს. ჩვეულებრივ, ცვლილებები გამოიხატება იმაში, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, რას ვაკეთებთ და როგორ ვურთიერთობთ სხვებთან. რაც არ უნდა ძნელი იყოს, სწორი და აუცილებელია საკუთარი თავისთვის ან თანატოლისთვის დახმარების თხოვნა.
Რესურსები მოსწავლეებისთვის:
5 – 4 – 3 – 2 – 1 გრაუნდინგ ტექნიკა
სად შეგვიძლია ვითხოვოთ დახმარება?
მშობლები
მშობლები ბავშვების ყველაზე მთავარი მასწავლებლები არიან. მათ შეუძლიათ იმ უნარების, დამოკიდებულებებისა და ქცევების მოდელირება, რომელთა განვითარებაც ყველა მოსწავლეში გვსურს. სკოლებთან ერთად, მშობლები ძირითად რესურსს წარმოადგენენ ბავშვების დახმარების საკითხში, რათა მათ შეიძინონ სოციალური და ემოციური უნარები და ასევე შეინარჩუნონ კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა.
რესურსები მშობლებისთვის:
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნები და სიმპტომები
როგორ შეუწყოთ ხელი თქვენი შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობას
როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ