Skip to content

კურიკულუმი 11-13 წლის მოსწავლეების განვითარების საჭიროებებზეა მორგებული. ის ტარდება ემპირიული, საგანმანათლებლო აქტივობებისა და დისკუსიების ფორმით, სადაც მასწავლებელი წარმოადგენს მოსწავლეების ორიენტირსა და მისაბაძ მაგალითს.

„ჩემი გონება“ საერთაშორისო და ჩეხ ექსპერტებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგია. კურიკულუმი და მასწავლებელთა ტრენინგი შემუშავდა იმ პრინციპებისა და პრაქტიკის კომბინაციაზე დაფუძნებით, რომლებიც სკოლებში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენენ. 

Ჩემი გონება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

მტკიცებულებაზე დაფუძნებული

სასწავლო პროგრამისა და მასწავლებელთა ტრენინგის შემუშავებისას, ჩვენ ვეყრდნობოდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ სკოლებში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერება  ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის, პრევენციისა და ზრუნვის აუცილებელი საფუძველია;  კვლევები აჩვენებს, რომ იგი ამცირებს სტიგმას, ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ იდენტიფიცირებას და ზრდის დახმარების ძიების ეფექტიანობას. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ სოციალური და  ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობა აუცილებელი კომპონენტია ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებისა და კეთილდღეობის გაზრდისთვის. 

თანამშრომლობითი

„ჩემი გონება“ შეიქმნა ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამუშაო ჯგუფის მიერ. შემუშავების პროცესში კონსულტაციებში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები და ახალგაზრდები. დაინტერესებული მხარეები ჩართულები იყვნენ პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის, სტრატეგიული დაგეგმვის, იმპლემენტაციის, მასწავლებელთა ტრენინგის, საგაკვეთილო გეგმების პილოტირებისა და პროგრამის დახვეწის პროცესში. კურიკულუმი და მასწავლებელთა ტრენინგი შემუშავდა ბავშვთა და მოზარდთა ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად და შემდგომ გადაიხედა დაინტერესებული მხარეების და პილოტში ჩართული მასწავლებლების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და უკუკავშირის შესაბამისად. 

პოზიტიური

„ჩემი გონება“ მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს მათი სრული პოტენციალის რეალიზებაში, მედეგობის გავითარება-გაძლიერებაში, ძლიერ მხარეებსა და პოტენციალზე ფოკუსირებაში, ისევე, როგორც, გამოწვევებისა და სტრესორების უკეთ დაძლევაში. გაკვეთილებისა და მასწავლებელთა ტრენინგის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერება, რომელიც მიმართულია ფსიქიკური კეთილდღეობის განვითარებისა და შენარჩუნების ხელშეწყობაზე. 

მდგრადობა

პროგრამა შედგენილია განსხვავებულ კულტურულ, სტრუქტურულ და სასკოლო კონტექსტებში ინტეგრირებისთვის. უმჯობესია, კურიკულუმის განხორციელება არსებულ ჩარჩოებში მოხდეს, რათა სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნას 20-ვე საგაკვეთილო გეგმის განხორციელება. წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფისთვის, „ჩემი გონება“ მხარს უჭერს სკოლებსა და მასწავლებლებს კონტექსტისთვის სპეციფიკური ინსტრუქციებისა და რესურსების მიწოდებას, რათა  კურიკულუმის იმპლემენტაცია შესაბამის საგანმანათლებლო ჩარჩოში  მოხდეს. 

0 %

მოზარდი გოგონების 30% და  ბიჭების 13% ამბობს, რომ დათრგუნულად გრძნობს თავს კვირაში ერთხელ და მეტჯერ.1

1 z 7 bílá

7-იდან 1 ბავშვს და მოზარდს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.2

0 %

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების 50% ყალიბდება 14 წლის ასაკისთვის, ხოლო ხოლო 75 % – 24 წლის ასაკისთვის.3